აკრილის საღებავი არის მალშრებადი,რომელიც იხსნება წყალშიც, თუმცა გაშრობის შემდეგ ხდება წყალგამძლე. დამოკიდებულია თუ რამდენად და რა რაოდენობის წყალშია გაზავებული. აკრილის საღებავების გამოყენება ხდება მხატვრობაში, ხელნაკეთი ნივთების დეკორაციაში, კედელზე ხატვისათვის, მეტალსა და ქვაზე სახატავად და ა.შ.
ფოსფორის აკრილი
ფოსფორის საღებავი არის ორი სახის: თხევადი და ფხვნილი. თხევადი ფოსფორის საღებავის გამოყენება შესაძლებელია ყოველგვარი გამხსნელისა თუ დანამატის გარეშე. ფოსფორის ფხვნილი გამოიყენება თხევადი საღებავის მისაღებად სპეციალურ ხსნარში გაზავების შემდეგ. ფოსფორის საღებავის გამოყენება ხდება მხატვრობაში, დეკორაციებში, ფესტივალებსა და დღესასწაულებზე,გრაფიტისა და სხვა სახეობებში.
No comments:
Post a Comment