Tuesday, March 20, 2018


მხატვრობა ძველი დროიდანვე არის ცნობილი. მხატვრობაში არის მრავალი ტექნიკა მაგალითად:გრაფიკა,აკვარელი,აკრილი,ფანქრით ხატვა და სხვა... მხატვრები ულამაზეს შედევრებს ქმნიან, მსოფლიოში გამორჩეული მხატვრები არიან:ვან გოგი,ლეონარდო დავინჩი,მიქელანჯელო და სხვები... მიქელანჯელოს  ერთ-ერთი შედევრია სიქსტის კაპელა. ყველა   მხატვარი სხვანაირად უყურებს ნახატს და ყველა თავისებურად ხატავს.

                       სიქსტის კაპელა               
სიქსტის კაპელა პირველად პაპ სიქსტუს IV-ის დროს XV საუკუნეში მოიხატა. მაშინ რომის პაპმა საუკეთესო მხატვრები პიეტრო პერუჯინოსანდრო ბოტიჩელი და მიქელაჯელოს მასწავლებელი დომენიკო გირლანდაიო მიიწვია. XVI საუკუნის დასაწყისში კი იულიუს II მიქელანჯელოს კაპელის ჭერის კედლის ფრესკა დაუკვეთა. იულიუს II ჩინკვეჩენტოს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის ყოველთვის საუკეთესო მხატვრებს იწვევდა და კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკურ და რელიგიურ ავტორიტეტს შექმნილი ხელოვნების ნიმუშებით კიდევ უფრო ამტკიცებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხატვრებს უკვე დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ. შედეგად მიქელანჯელო გარკვეულ შემთხვევებში დამკვეთს ეწინააღმდეგებოდა და დამოუკიდებელი მუშაობისთვის საკუთარ განსაკუთრებულ პირობებს ითხოვდა.

მოხატულობის თავდაპირველი სქემა განსხვაებული იყო და თორმეტი მოციქულის გამოსახულებას გულისხმობდა. თუმცა მიქელანჯელომ უფრო დატვირთული პროგრამა შექმნა. ფრესკა კათოლიკური ეკლესიის ძირითად დოქტრინებს ასახავს. სამყაროს, ადამიანის შექმნა, პირველი ცოდვა, ნოეს ისტორია მოხატულობის ცენტრალური ნაწილებია. ჭერის დანარჩენ სივრცეზე კი სიმეტრიულად წინასწარმეტყველების და ძველი აღქმის სხვა სიუჟეტები ნაწილდება.

No comments:

Post a Comment